თანხის დაბრუნების
პოლიტიკა.
ბოლო განახლება: 10 მაისი, 2026
ვინაიდან ჩვენი პროდუქტი ციფრული სერვისია, თანხის დაბრუნების პოლიტიკა შემდეგია:
01
1. გამოწერის გაუქმება
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს გამოწერა, რა შემთხვევაშიც მომდევნო თვის თანხა აღარ ჩამოეჭრება. აქ გვაქვს ორი ვარიანტი:
პერიოდის ბოლოს გაუქმება:
მომხმარებელი ისარგებლებს მიმდინარე ბილინგ პერიოდის ბოლომდე და შემდგომ ავტომატური გადახდა შეჩერდება.
დაუყონებლივი გაუქმება:
წვდომა შეწყდება მომენტალურად.
02
3. თანხის დაბრუნება
ტექნიკური ხარვეზები:
იმ შემთხვევაში, თუ სერვისი ტექნიკური ხარვეზის გამო მიუწვდომელი იყო მომხმარებლისთვის 24 საათზე მეტი დროით, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას დავაბრუნოთ ბოლო სააბონენტო გადასახადი.
ინდივიდუალური განხილვა:
თანხის დაბრუნების მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად, თუკი პლატფორმის ფუნქციონალი არ შეესაბამებოდა დეკლარირებულ სტანდარტებს.